„მოვიხადეთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი“-ზემო წინსვლის საჯარო სკოლის თანამშრომელთა 95% უკვე აცრილია
08-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. 

სკოლის თანამშრომელთა უმრავლესობა უკვე ვაქცინირებულია.

როგორც სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე აღნიშნავს, სკოლის თანამშრომელთა 95% უკვე აცრილია სინოფარმის ორივე დოზით.

„ამით მოვიხადეთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

აიცერი შენც გადარჩი და სხვაც გადაარჩინე გაწყვიტე კოვიდპანდემიის ჯაჭვი!“,- მოგვიწოდებენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203