დედოფლისწყაროს N2 სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, თამუნა პოპიაშვილმა სტატუსი აიმაღლა
08-09-2021

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის მასწავლებელმა, თამუნა პოპიაშვილმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა. 

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„სასიხარულო ინფორმაცია დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისთვის, ჩვენი სკოლის სპეცმასწავლებელმა - თამუნა პოპიაშვილმა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა. ვულოცავთ თამუნა მასწავლებელს ამ სტატუსს და კვლავაც ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გვიყვარხარ ჩვენო თბილო და მზრუნველო, ვამაყობთ შენით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203