„იყავით ცოდნის და საქმის ერთგულები“- თერჯოლის N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
08-09-2021
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

„ყველა აბიტურიენტს, ვისაც ცოდნა დაუფასდა და სტუდენტი გახდა, ვულოცავთ ამ სიხარულს, მათ შორის თერჯოლის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებლებს. წარმატებულ მომავალს გისურვებთ, აწ უკვე სტუდენტებო! იყავით ცოდნის და საქმის ერთგულები, გიხაროდეთ წინსვლა და გქონდეთ მაღალი მოტივაცია, რომ არჩეული პროფესიით ასარგებლოთ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ახლობლები, ოჯახი, ქვეყანა! გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - აღნიშნულია, თერჯოლის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203