აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge -ს საზაფხულო ტესტის საშუალებით თბილისი შეიმეცნეს
08-09-2021

აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

სკოლის მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა - ლიზი შენგელიამ (მე-5 კლასი), მარიამ გოგავამ (მე-4 კლასი), ანანო გოგავამ (მე-3 კლასი) ლიზი შენგელიამ (მე-5 კლასი) და ზურა გიგავამ (1-ელი კლასი) საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულეს. ტესტი თბილისს მიეძღვნა და მოსწავლეებმა დედაქალაქის შეცნობის დასტური მიიღეს.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით: მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203