„ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ“- ყარაჯალის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
წელს სკოლის 5 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.
ყარაჯალის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და მომავალში წინსვლას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები, ვულოცავთ ამ წარმატებას და ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.