„ჩემს სკოლაში მასწავლებლების 90% აცრილია“- თემურ მიქელაძე, მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. აღნიშნულ საკითხსა და დისტანციურ სწავლებაზე etaloni.ge-ს კითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ მიქელაძე პასუხობს.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?- არაა საჭირო, რომ სავალდებულო იყოს მასწავლებლების ვაქცინაცია, ვფიქრობ, საზოგადოებას მით უმეტეს მასწავლებელს აღქმული აქვს, რომ უნდა აიცრას. ჩემს სკოლაში 90% აცრილია და დანარჩენებიც არიან დარეგისტრირებულები.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- დისტანციური სწავლება რა თქმა უნდა რთულია, მითუმეტეს სოფელში, ინტერნეტის პრობლემას ვგულისხმობ, თუმცა ვეცდებით და ბევრს ვბრძოლობთ, რათა ყველა მოსწავლე ჩაგვერთოს დისტანციურ კაკვეთილებზე ყველა მოსწავლე ჩაგვერთოს.