ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანა მელაძემ მასწავლებელთა გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა
08-09-2021
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

სკოლის, სპეციალურმა პედაგოგმა, ნანა მელაძემ მასწავლებელთა გამოცდაზე, სადაც მაქსიმალური ზღვარი 32 ქულა გახლდათ, 41 ნედლი ქულის აღება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე 10 კრედიტქულა მოიპოვა.

„ნანა არის პროფესიონალი და თავის საქმის ერთგული პიროვნება, უყვარს ბავშვები და მათდამი დიდ სითბოსა და ყურადღებას ავლენს. მან გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი  ულოცავს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს“, - აღნიშნულია  ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203