ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
07-09-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი ულოცავს თავის მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„გაცნობებთ, რომ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა კარინე თამასიანმა აიმაღლა სტატუსი და გახდა უფროსი მასწავლებელი. ნინა კარაპეტიანმა, გაიანე ოვსეპიანმა, სევაკ აროიანმა, კარინე გრკიკიანმა, აისა აროიანმა წარმატებით ჩააბარეს მასწავლებლის გამოცდები. დირექტორი ლალაზარ აროიანი ულოცავს თანამშრომლებს ამ წარმატებას“,- წერს ეშტიის N2 საჯარო სკოლა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია