წერეთლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ
07-09-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.

კურსდამთავრებულებმა, სკოლის სასახელოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლიეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

„წერეთელის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ჩვენი სკოლის თითოეულ აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! კიდევ მეტი წარმატება და წინსვლა გქონოდეთ ცხოვრებაში!“ - ნათქვამია, სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203