ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „პერსონა 2021“ - ის ტიტულს მიიღებს
07-09-2021

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლას წარმატებული დირექტორი მარინე ტაბატაძე მართავს. 

სკოლის დირექტორისა და პედაგოგის 2020-2021 წლის მიღწევები შთამბეჭდავია. 

მის არაერთ ჯილდოს შორისაა „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ONLINE ინტელექტუალურ LIVE ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მოპოვებული დიპლომი, რომელიც მას „ეტალონმა“ და izrune.ge-მ დიდი პატივით გადასცა.

ამჯერად, მარინე ტაბატაძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2021 - ის ტიტულს განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.

სკოლის დირექტორი კონკურსის ჟიურის და ბორდის წევრებს ჩემი პერსონის წარმოჩენისთვის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის მადლობას უხდის. 

„2020-2021 წლის მიღწევები...

მადლობა იასე კავკავაშვილს, ჟიურის და ბორდის წევრებს ჩემი პერსონის წარმოჩენისთვის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის!ველოდები Global Trainer Academy-ის საბოლოო გადაწყვეტილებას...“-, წერს მარინე ტაბატაძე სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203