წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე 2021 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსზეა წარდგენილი
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსზეა წარდგენილი.
სკოლის დირექტორი მადლობას უხდის წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მამუკა ჩხეტიანსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ახალაძეს.
„უღრმესი მადლობა ჩემს რეკომენდატორებს: წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ მამუკა ჩხეტიანს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ პაატა ახალაძეს. იმედია, თქვენს ნდობას გავამართლებ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ ქალაქ წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ თქვენი კანდიდატურა წარდგენილია კონკურსზე -„საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“-წერს ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე, წყალტუბოს N1სკოლის დირექტორი.
იხილეთ ვიდეო: