ტაბაკინის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - დავით გაჩეჩილაძემ და ნიკა კელენჯერიძემ სასურველ უნივერსიტეტებში ჩააბარეს
06-09-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის კურსდამთავრებულთაგან, დავით გაჩეჩილაძემ და ნიკა კელენჯერიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩააბარეს.
დავით გაჩეჩილაძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო ნიკა კელენჯერიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
ტაბაკინის საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას და ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს უსურვებთ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია