ისრითის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ნატო ლორთქიფანიძემ და ნათია კაპატაძემ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
06-09-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.
სკოლის პედაგოგებმა, ნატო ლორთქიფანიძემ და ნათია კაპატაძემ მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყო ფაქტია.
„ისრითის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ამავე სკოლის მასწავლებლებს - ნატო ლორთქიფანიძესა და ნათია კაპატაძეს, „უფროსი სპეციალური მასწავლებლის“ გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს“, - ნათქვამია ისრითის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია