წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
06-09-2021
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის კურსდამთავრებულთაგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოცდაათი მოსწავლე დარეგისტრირდა და ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა, მათგან შვიდმა გრანტიც მოიპოვა.
„მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულიდან ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე 30 მოსწავლე დარეგისტრირდა და ყველამ ჩააბარა; აქედან შვიდი გრანტოსანი გვყავს. ერთი 100%-იანი და ექვსი - 50%-იანი გრანტით. ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა ჩვენი გუნდის. გილოცავთ კურსდამთავრებულებო, კოლეგებო, მშობლებო... კიდევ მრავალი წარმატება“ - ნათქვამია, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია