რცხმელურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
06-09-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის სამივე კურსდამთავრებულმა: სალომე ტვილდიანმა, თამარ მეშველიანმა და ნიკოლოზ ხვადაგიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლიეს და პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.
„ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით! რცხმელურის საჯარო სკოლის სამივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა! სალომე ტვილდიანი, თამარ მეშველიანი და ნიკოლოზ ხვადაგიანი პრესტიჟულ სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. რცხმელურის სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით და ვუსურვებთ მათ წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას“, - ნათქვამია რცხმელურის საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს