„წელსაც უამრავი გრანტით შევხდებით ახალ სასწავლო წელს“-ზესტაფონის N7 სკოლა კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს
06-09-2021
რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.

კურსდამთავრებულებმა, სკოლისა და პედაგოგების საამაყოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლიეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

„მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა, ეგრედ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა!“ - ამბობს გურამიშვილი და არ შეიძლება არ დაეთანხმო, რადგან არაფერია შენი ნაშრომის შედეგად მიღებულ ნაყოფზე ტკბილი და სასიამოვნო! კვლავაც გვასახელეს ჩვენმა დაფრენილმა მერცხლებმა! წელსაც უამრავი გრანტით შევხდებით ახალ სასწავლო წელს! შეგვიძლია ხმამაღლა და თავდაჯერებულად გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენით, გვწამს და გვჯერა, კიდევ მეტად ასახელებთ იმ სკოლას,სადაც მიიღეთ სულისა თუ გონების საგზალი! გვსურს, მივულოცოთ თითოეულ კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა! ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ! თქვენ ხართ იმედი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისისა! უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს თქვენს სავალ გზას! გლოცავთ, ვამაყობთ და გვეიმედებით!“- აღნიშნულია, რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203