„განებივრებულნი ვართ საკუთარი კოლეგების წარმატებებით“ - ზესტაფონის N7 სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
06-09-2021
რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობენ.

სკოლის პედაგოგებმა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით დაასრულეს, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყო ფაქტია.

„დასრულდა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების გამოცხადება! განებივრებულნი ვართ საკუთარი კოლეგების წარმატებებით: არ ისვენებენ, არ ჩერდებიან, ამიტომაც გვინდა მათ მივულოცოთ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი!  საკუთარი კომპეტენცია დაადასტურა სპორტის მასწავლებელმა, დარეჯან ჩუბინიძემ, ასევე ამ საგანში იყოჩაღეს დაწყებითების მასწავლებლებმა: ანა ბაბუხადიამ, ელისო გურგენიძემ, მადონა ბედინაშვილმა, მაია სამხარაძემ და სოფიო კოპაძემ, მათ სპორტის გამოცდა ათ კრედიტზე ჩააბარეს! ასევე მედეა ლომსიანიძესა და ნინო ქვათაძეს ვულოცავთ მასწავლებლის გამოცდების კიდევ ერთხელ წარმატებით დაძლევას, ამჯერად, ნინომ სამოქალაქო განათლებაში იყოჩაღა, მედეამ - ბიოლოგიაში (VII -XII). განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ჩვენი სპეცმასწავლებლების წარმატება, სამივე მათგანმა დაადასტურა საკუთარი კომპეტენცია, ვულოცავთ თეა თურმანიძეს, მაკა ბერეკაშვილსა და ბელა სილაგაძეს უფროსი სპეციალური პედაგოგის სერტიფიკატის მოპოვებას!“ - აღნიშნულია, რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203