ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი პრემიერ-მინისტრმა მოინახულა
06-09-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. მან სკოლის შენობის ახალი კორპუსი მოინახულა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში ფუნქციონირებს 8 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამასწავლებლო, საპირფარეშოები. სკოლა სრულად აღჭურვილია ახალი ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია