ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - რენა ზოიძემ და როლანდი დავითაძემ მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
06-09-2021
შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ ზრდასა განვითარებაზე.

სკოლის ორმა პედაგოგმა - რენა ზოიძემ და როლანდი დავითაძემ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა.

„ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მასწავლებლებს: რენა ზოიძესა და როლანდი დავითაძეს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის (საგნები: სპეციალური მასწავლებელი და სპორტი) წარმატებით ჩაბარებას. ვუსურვებთ წარმატებებსა და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდას!“, - აღნიშნულია ახალდაბის საჯარო სკოლის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203