დმანისის N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა წიწვოვანი ნერგები დარგეს
06-09-2021

დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დმანისის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ წამოწყებული პროექტის - „გამწვანება წიწვოვანი მცენარეებით“ ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ნერგები დარგეს და თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენასთან დაკავშირებით პოსტერები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებსაც ხშირად ახორციელებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203