„გესახელებინოთ თქვენი სკოლა!“- ვარძიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
06-09-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.

„ვარძიის საჯარო სკოლა დღეს ამაყია თქვენით, ჩვენო აწ უკვე სტუდენტებო! გილოცავთ ცხოვრების ამ ლამაზ პერიოდს, სტუდენტობას! ღირსეულად გაგევლოთ ცხოვრების ახალი ბილიკები! გესახელებინოთ თქვენი სკოლა! მიყვარხართ ძალიან და თქვენი გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრება!“- წერს სკოლის პედაგოგი მარინა ტურაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203