
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მასწავლებლებმა - ოღიდარ ანტონინმა, ანნა თათარიანმა, ბეტხეგემ დარბინინმა, თამარა არშაკიანმა, ასტხკ მარიკიანმა, არმინე ეგნატოსიანმა და კარინე გრკიკიანმა წარმატებით ჩააბარეს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები.
სკოლის დირექციამ მიულოცა მათ და უფრო მეტი წარმატება უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.