ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
06-09-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკოლის 9 აბიტურიენტი გავიდა და ცხრავე სტუდენტი გახდა. სკოლის ოქროსმედალოსანმა ანანო ბერაძემ კი 100%-იანი გრანტი მოიპოვა.  

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს ჰყავდა 16 კურსდამთავრებული, აქედან 9 აბიტურიენტი და ცხრავე გახდა სტუდენტი. რაც შეეხება გრანტს, გვყავს 100%-იანი გრანტით ანანო ბერაძე, სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე, ჩაირიცხა თსუ-ში. ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა ტრადიციებს აგრძელებს 100% გრანტით აბიტურიენტი ეს უკვე სიით მეშვიდეა. 
ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, უსურვებს ცხოვრების ამ ახალ გზაზე წარმატებებით ევლოთ, და ოცნებებით ეფრინოთ“,-აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203