„წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“- ზემო ქედის N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
მათმა ნაწილმა 70 და 50%-ანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებული 9 მოსწავლიდან 7 მოსწავლე დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე, წარმატებით ჩააბარეს გახდნენ სტუდენტები და მოიპოვეს გრანტი.
სალომე მკერვალიძე -70% დაფინანსებით;
თამუნა სეთური -50% დაფინანსებით;
თამთა ღუდუშაური - 50% დაფინანსებით;
ანი ქენქაძე - 50% დაფინანსებით;
თამარ კედელაშვილი;
საბა ჩოხელი;
ლუკა უძილაური.
სკოლის სახელით ვულოცავთ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას! სკოლის პედაგოებს და დირექციას იმედი აქვს , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებთ სკოლას. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: