„მისი თითოეული გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანია“-ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ რუსული ენის პედაგოგ ანასტასია დუმბაძეს გვაცნობს
03-09-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი რუსულის მასწავლებელ ანასტასია დუმბაძეს გვაცნობს. იგი ულვე 4 წელია, რაც სკოლა "პროგრესში" ასწავლის. 

ამჟამად რუსულის პედაგოგი წიგნის წერაზე მუშაობს.

„გაიცანით ჩვენი სკოლის კიდევ ერთი საამაყო პედაგოგი, რუსულის მასწავლებელი - ანასტასია დუმბაძე! დამთავრებული აქვს ორი უმაღლესი სასწავლებელი - კიევის უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი;
2021 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თარგმან მცოდნეობის პრობლემატიკაზე;
პროგრესში უკვე 4 წელია წარმატებით ასწავლის;
მის მიერ ჩატარებული თითოეული გაკვეთილი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია;
თავის წიგნსაც წერს - სახელმძღვანელოს, რომელიც ქართველებს რუსული ენის შესწავლას გაუადვილებს;
არის მშვიდი, გაწონასწორებული, მზრუნველი და მუდმივად მომღიმარი
წარმატება და ბედნიერება ვუსურვოთ ანასტასიას!
მოუთმენლად ველოდებით მისი წიგნის პრეზენტაციას!“, - წერია 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203