„პედაგოგს მეტი ბედნიერება არ სჭირდება, გარდა მისი აღზრდილის წარმატებისა“-სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
03-09-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლას 2021 წელს სამი აბიტიურიენტი ჰყავდა სამივემ ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა. 

სკოლის დირექტორი იამზე მელაძე სკოლის კურსდამთავრებულებს - აჩიკო შავაძეს, ჯონი მელაძესა და მაკა აბულაძეს ულოცავს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას.

„მინდა წარმატებები ვუსურვო, სწორედ, რომ სტუდენტის მანტია განსაზღვრას მათ მომავალ ცხოვრებასა და კეთილდღეობას, მინდა მივულოცო მათ მშობლებს შვილებს ახალ ეტაპზე გადასვლა და გავიზიარო მათთან ერთად სიხარული.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, სკოლის ყველა თანამშრომელს ვისაც კი წვლილი მიუძღვის მათ აღზრდა განვითარებაში. პედაგოგს მეტი ბედნიერება არ სჭირდება, გარდა მისი აღზრდილის წარმატებისა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203