თელავის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
03-09-2021
თელავის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სასურველი უმაღლესის სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შვიდმა კურსდამთავრებულმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა; მათგან ლაშა ბოჭორიშვილი და გულია ამზოევი 50%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე ულევ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია