„სკოლა მუდამ იამაყებს თქვენით“- ჩხენიშის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ჩხენიშის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას.
„ჩხენიშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ოქროს მედალოსანმა- გიორგი მიქელაძემ ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები მიიღო. ქართული - 63/70 ; ინგლისური -75/80; მათემატიკა 39/51. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ მომავალს.
ასევე ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა: ანა ნინუამ,მარიამ შენგელიამ, გიორგი ანდღულაძემ,გრიგოლ სირიამ,საბა იობაძემ და ვახტანგ ხარებავამ. გილოცავთ და გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებასა და მიზნის მიღწევას. ჩხენიშის სკოლა მუდამ იამაყებს თქვენით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.