ნიკორწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
03-09-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლის კურსდამთავრებულები, გვანცა მიქიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ხოლო გუბაზ ჩიხრაძე 50%-იანი გრანტით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე კურსდამთავრებული ასევე ოქროს მედალოსანი გახლავთ.

ნიკორწმინდის საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას და ბედნიერ, წარმატებულ კარიერას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203