ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს - თამთა კრიალაშვილსა და სანდრო არაქელოვს სტუდენტობას ულოცავს
03-09-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის კურსდამთავრებული თამთა კრიალაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ხოლო სანდრო არაქელოვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე მჭედლიშვილი და პედაგოგიური კოლექტივი თამთა კრიალაშვილსა და სანდრო არაქელოვს ულოცავს სტუდენტობას და სამშობლოს სასახელოდ ულევ წინსვლას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია