დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ხუთი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას ჰყავდა 9 აბიტურიენტი, თითოეული მათგანი მოეწყო სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ხოლო მათგან 5-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. ეს კურსდამთავრებულები არიან:
- იური ხრიკაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, - 70%-იანი სახელმწიფო დაფინასება.
- ნიკოლოზ ხრიკაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსება
- ნინო ჩიკვილაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50%-იანი გრანტი.
- თამარ გელაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება.
- ელენე თედიაშვილი - ილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50%-იანი გრანტი.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.