„წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“- ბოლნისის N5 სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
03-09-2021
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“,- ნათქვამია სკოლის დირექტორის მისალოც წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია