„წლევანდელი შედეგები დასტურია, რომ კლასში 3 ოქროს მედალი დამსახურებულად გაიცა“-კვირიკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ
03-09-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მიქელაძე ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას. სკოლაში იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.

„კვირიკეთის საჯარო სკოლის  5 კურსდამთავრებულიდან სამი სტუდენტი გახდა: დაჩი კალანდაძე, თამუნა დავითაძე და ნინი კეჭაყმაძე.  სასიხარულოა რომ ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი წარმატებით გადავიდნენ და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ მრავალ მწვერვალს დაიპყრობენ მომავალში.

წლევანდელი შედეგები დასტურია იმისა, რომ კლასში 3 ოქროს მედალი დამსახურებულად გაიცა. ნინო, თამუნა და დაჩი-თქვენ  შეძელით  პანდემიის გამო შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.  სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ აბიტურიენტებმა სასურველ ფაკულტეტზე დაფინანსების მოპოვებაც შეძლეს:

  • ნინო კეჭაყმაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში-50% გრანტი;
  • თამუნა დავითაძე-  სამართალი- სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 70% გრანტი;  
  • დაჩი კალანდაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ეკონომიკა (მისთვის სასურველ   უფასო ფაკულტეტზე)

 გილოცავთ  სტუდენტებო და მასწავლებლებო, რომლებმაც მცირე დროით მაინც ითანამშრომლეთ ამ კლასთან. გვიხარია და გვეამაყება თქვენი წარმატება!“,- წერს ნათია მიქელაძე, კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203