მოლითის საჯარო სკოლა პედაგოგებს - ნინო ჩერქეზიშვილს და ნატო სამნიაშვილს მასწავლებელთა გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
03-09-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგმა ნინო ჩერქეზიშვილმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ნატო სამნიაშვილმა კი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„მოლითის საჯარო სკოლა ულოცავს თავის პედაგოგებს ნინო ჩერქეზიშვილს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, ხოლო ნატო სამნიაშვილს ბუნებისმეტყველებაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას!უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას!“- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203