ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე აკაკი ჯღარკავა ახალგაზრდა ანიმატორთა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
03-09-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში. სკოლა მათ თითოეულ მიღწევას საზოგადოებას დიდი სიხარულითა და სიამაყით აცნობს.
სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეს, აკაკი ჯღარკავას ახალგაზრდა ანიმატორთა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელი გადაეცა.
ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა, აკაკი ჯღარკავას ულოცავს ამ წარმატებას და მშობლიური სკოლის სასახელოდ მრავალ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია