„წარმატებულ მომავალს გისურვებთ“- ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ვაწაძე კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
03-09-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ვაწაძე ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას. სკოლაში იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.
„მჯერა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება გადადგმული თითოეული თქვენგანის ნაბიჯი, ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ! გილოცავთ ბავშვებო!“,- წერს მაკა ვაწაძე ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია