ლედგებეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
02-09-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა.
სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნინო კაკულიამ, რომელიც ამავე დროს ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორის, თამილა შულაიას ქალიშვილია მშობლიური სკოლა ასახელა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ქართული ენის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა; ასევე, საბა სართანიამ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა დიდი წარმატებით, ხოლო დავით ნადარაიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე.
ლედგებეს საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას და ბედნიერ, წარმატებულ სწავლასა და მომავალ კარიერას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია