„თითოეულ მათგანს ვუსურვებთ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას​“ - ბოლაჯურის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლა კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას ულოცავს.

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები სიამაყით ვულოცავთ კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და თითოეულ მათგანს ვუსურვებთ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, დასახული მიზნების განხორციელებას, წინსვლასა და ქვეყნის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203