უდაბნოს საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.

უდაბნოს საჯარო სკოლას წელს ხუთი აბიტურიენტი ჰყავდა და ხუთივემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ხოლო მათგან ერთმა, ნიკა ჩახმახაშვილმა 50%-იანი გრანტიც მოიპოვა.

ნიკა ჩახმახაშვილი ასევე, ოქროსმედალოსანი მოსწავლე გახლავთ.

„ვულოცავ თეონას, თაზოს, ლუკას, ნიკას და სალომეს; წარმატებებს და კეთილდღეობას ვუსურვებთ გაბრწყინებულ სამშობლოში“ - ასე ულოცავენ სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203