დაბა ქედის საჯარო სკოლა პედაგოგებს მასწავლებელთა გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
02-09-2021

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის პედაგოგებმა - თამუნა გორგაძემ, ირაკლი ბარამიძემ, ინგა ანანიძემ და ლელა ასამბაძემ მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის პედაგოგებს: თამუნა გორგაძეს, ირაკლი ბარამიძეს, ინგა ანანიძეს და ლელა ასამბაძეს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203