ტყაჩირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
02-09-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლამ, პანდემიის მიუხედავად სასწავლო პროცესის მშვიდად დასრულება შეძლო და ცხრამეტი კურსდამთავრებულიდან თორმეტი მათგანი სტუდენტი გახდა; რვა კურსდამთავრებულმა კი გრანტიც დაიმსახურა.
ტყაჩირის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას და სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ უამრავ წარმატებებს უსურვებს.