თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კვეკვესკირმა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატება მოიპოვა
02-09-2021

თბილისის N120 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გიორგი კვეკვესკირმა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებას მიაღწია. 

გიორგი კვეკვესკირის დაწერილმა ესემ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა. სკოლა გიორგი კვეკვესკირის წარმატების შესახებ ინფორმაცია სიამაყით გვიზიარებს.

„გიორგი კვეკვესკირი მონაწილეობდა ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის, როგორც მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის ნაწილის მიერ დაარსებულ ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსების ციკლში, „სკოლა - მეცნიერების საწყისის“ მიერ შემოთავაზებულ პირველ კონკურსში, რომელიც შეეხებოდა გელათის აკადემიას, როგორც ევროპის ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო და სულიერ-ინტელექტუალურ ცენტრს.

გიორგიმ გელათის აკადემიის შესახებ არსებული სამეცნიერო მასალების ანალიზის საფუძველზე დაწერა ესე, რომელმაც შეფასების სამი ეტაპი (I ეტაპი წარმოდგენილი ესეების გადარჩევა; II ეტაპი - შერჩეული ესეების ავტორებთან გასაუბრება; III ეტაპი - კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა) წარმატებით გაირა და მეორე ადგილი დაიკავა.

პროექტის ორგანიზატორები გამარჯვებული ნაშრომის ავტორს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოებენ დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით.

ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203