„ეს ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
02-09-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სტუდენტები გახდნენ.
სკოლის 59 კურსდამთავრებულიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 44 აბიტურიენტი დარეგისტრირდა და ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა.
„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 59 კურსდამთავრებულიდან ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე დარეგისტრირდა 44 აბიტურიენტი. ჩააბარა ყველამ. აქედან 14 გრანტოსანი გვყავს: ერთი 100% და 13 – 50% გრანტით. ფანტასტიური შედეგი გვაქვს. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ჩვენი გუნდისა. გილოცავთ კურსდამთავრებულებო, კოლეგებო, მშობლებო... მუდამ გვეამაყოს, რომ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ისტორიის ღირსეული ნაწილი ვართ“- ნათქამია, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს