ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:
- ტატო სოსელია -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა:
- ელზა ნარმანია- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ჰუმანიტარული მეცნიერებები
- დარინა ბაღათურია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,დაწყებითის საფეხურის პროგრამა.
- მარიამი ქაძანაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სამართალი
- თამარი შამათავა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - ფსიქოლოგია
- ნათია კალანდია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)- ფსიქოლოგია.
- დიანა ჯიშკარიანი- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - ფსიქოლოგია
- თამარი ბასილაია- თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
სკოლა მოსწავლეებს სტუდენტობას ულოცავს.
„ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა ულოცავს 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და ბედნიერ სტუდენტობას და მომავალში წარმატებულ კარიერას უსურვებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.