ოლადაურის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა.შემდეგმა კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყო ფაქტია:
- რეზო დავითაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი;
- ოთო მაკარაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერულ მეცნიერებების ფაკულტეტი;
- ალექსანდრე ქარცივაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.
ოლადაურის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.