პერევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
02-09-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.
სკოლის თოთხმეტმა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, რაც სკოლისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო ფაქტია.
პერევის საჯარო სკოლის დირექცია, თითოეულ მათგანს ულოცავს სტუდენტობას და ქვეყნის, სკოლისა და მშობლიური მხარის სასახელოდ უამრავ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია