დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
02-09-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სტუდენტები გახდნენ.
კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ, რაც სკოლისთვის ძალიან საამაყო ფაქტია.
„დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი და მთელი კოლექტივი სტუდენტობას ულოცავს ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს: ბექა ხვიჩიას,ზურაბ იმედაძეს, საბა ბობოხიძეს, ქრისტინე ჭელიძეს და მათ მშობლებს. ვუსურვებს ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბედნიერ მომავალს“ - აღნიშნულია დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორის, გულიკო ფირცხალავას განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია