ძმაგულის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა.
კურსდამთავრებულებმა წარმატებით დაასრულეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
„ძმაგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: მარიკა მახარაძეს, მარიამ მახარაძეს, გიული მახარაძეს, საბა ასლანიძეს, ირაკლი ჯაბნიძეს და დიანა მახარაძეს ვულოცავ სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია, ძმაგულის საჯარო სკოლის დირექტორის, მალხაზ მახარაძის განცხადებაში.