თბილისის N191 სკოლის დირექტორი პედაგოგ შორენა კვინიკაძეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
02-09-2021
თბილისის N191 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა შორენა კვინიკაძემ სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ჩვენი სკოლის სპეციალურ პედაგოგს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ჯგუფის კოორდინატორს შორენა კვინიკაძეს ვულოცავ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ“,- აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია