ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაასრულეს და სტუდენტები გახდნენ.
კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყო ფაქტია.
„ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გილოცავთ სტუდენტობას!“ - წერს სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია